მოძრაობსი შეზღუდვა

მერია: გუდიაშვილის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის გამო დღეიდან რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

"პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  დღეიდან, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება. შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან  დადიანის ქუჩის კვეთამდე. შეზღუდვის მიზანია ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა." - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები