ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კაცები ზრუნავენ

კამპანია “კაცები ზრუნავენ” საქართველოს ქალაქებში

ორშაბათი, 26 მარტი, 2018 - 14:46
tbl.ge/2un8
დაკოპირდა

კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ეგიდით, დღეიდან თბილისის ქუჩებში ასეთ ბანერებს ნახავთ. ბანერებს შეხვდებით რეგიონებშიც, კონკრეტულად, ზუგდიდსა და თელავში.

ბანერებზე კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები თავიანთ შვილებთან ერთად არიან აღბეჭდილები და სხვა მამებს მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ შვილებსა და ოჯახს.

"ხანდახან ვფიქრობ, ეს ხომ ისედაც აშკარაა, ეს ხომ ისედაც ასეა, რა საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ კაცები ზრუნავენ, განა არ უნდა იზრუნონ? ანუ, შესაძლებელია, ჩემი ცისთვალება შვილს ვუყურებდე და შემეძლოს, თუნდაც რაიმე მცირეოდენ დეტალს ყურადღება არ ვივაქციო? არ ვიზრუნო? ყურადღება არ მივაქციო? ანდა ჩემს მეუღლეს, ადამიანს, რომელსაც სიყვარული ავუხსენი და შევფიცე, ადამიანს, რომელიც ყოველდღე ძვირფასია ჩემთვის, შეიძლება, რომ თითოეული შესაძლებლობისთანავე საქმე არ გავუადვილო? არ გავინაწილო მასთან ერთად საოჯახო პასუხისმგებლობები, სახლის თუ სხვა საყოფაცხოვრებო საქმეები? არ ვიზრუნო მასთან ერთად ჩვენს შვილზე? ელემენტარულად, არ მოვუფრთხილდე და არ მოვუარო იმას, რასაც ჩემი ოჯახი ჰქვია? რატომ უნდა სჭირდებოდეს ამას აღნიშვნა? ეს ხომ თითქოს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ სიცოცხლისთვის სუნთქვაა საჭირო? და მერე ვხვდები, რომ არიან მამაკაცები, ვინც „სუნთქვის გარეშე ცოცხლობენ.“ ვისთვისაც მოცემულობა არა ოჯახზე ზრუნვა, არამედ მხოლოდ საკუთარი თავია და ასეთ დროს თან უსუსურობის შეგრძნება მიპყრობს, თან უძლეველობის. მინდა ხოლმე ყველაფერი გავაკეთო, ყველა ხერხი ვიხმარო, რომ თითოეულ ადამიანს გავაგებინო, კაცები ზრუნავენ, ეს ასეა, ეს ასე უნდა იყოს, აუცილებლად, ყოველმიზეზგარეშე. სწორედ ამიტომ ჩავერთე ამ კამპანიაში, სწორედ ამიტომ მგონია, რომ თითოეული აგური და თუნდაც პატარა კენჭი, მნიშვნელოვანია, რათა ეს ჭეშმარიტება ყველამ შეისისხლხორცოს და დაშვებითაც კი არ დავუშვათ, რომ შეიძლება სხვანაირად იყოს" - ამბობს კამპანიის “კაცები ზრუნავენ” წევრი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

"როდესაც ფოტოების გადასაღებად მივდიოდით, იოანემ და მე ბევრი გზაში ვილაპარაკეთ, ვუხსნიდი, სად მივდიოდით და რატომ. ბოლოს მითხრა - კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ და შენ - ჩემზე. ამ პროექტის ფარგლებში პირველად გავიგე ეს სიტყვები იოანესგან და ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია" - ამბობს კახა კინწურაშვილი.

"ჩემი მთავარი მონაპოვარი - შვილებია. ჩემთვის უპირველესია მათზე ზრუნვა, საუბარი, წიგნის წაკითხვა, მათთან ერთად ფეხბურთის თამაში. მე, როგორც მამას და მეუღლეს, მიმაჩნია რომ შვილების სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და ვფიქრობ ბავშვების ჯანსაღად აღსაზრდელად მამების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია" - ამბობს ლევან კობიაშვილი.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.

კამპანია ეფუძნება ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზსა და ითვალისწინებს საქართველოს სოციალურ-კულტურულ კონტექსტს. კამპანიის მიზანია, წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე, მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას.

კაცები ზრუნავენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

წარვადგინეთ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის არქივების გახსნის კანონპროექტი - მადიარი
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:48

წარვადგინეთ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის არქივების გახსნის კანონპროექტი - მადიარი

ComCom-მა TV პირველი "ოლიგარქის", "სინდისის პატიმრების" გამოყენებისთვის დააჯარიმა
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:41

ComCom-მა TV პირველი "ოლიგარქის", "სინდისის პატიმრების" გამოყენებისთვის დააჯარიმა

დიაგნოზი, რაზეც ხოშტარიას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა, საგანგაშო მდგომარეობა ახლა არაა – სალია
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:40

დიაგნოზი, რაზეც ხოშტარიას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა, საგანგაშო მდგომარეობა ახლა არაა – სალია

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდით (რ)
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:19

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ BOG-ის ნაწილ-ნაწილ გადახდით (რ)

ქვეყნის გარედან სიძულვილს გვახვევდნენ, ამას დაპირისპირება სჭირდება - კობახიძე სამმართველოზე
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 15:13

ქვეყნის გარედან სიძულვილს გვახვევდნენ, ამას დაპირისპირება სჭირდება - კობახიძე სამმართველოზე

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია, სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში