სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

იოსებ გოგაშვილი
შსს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის გადადგომას. სუს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ზოგიერთი მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და გოგაშვილს თანამდებობა არ დაუტოვებია.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობს.

კომენტარები