არჩილ ტატუნაშვილი

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა

პირველი არხი

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა. ისინი სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. 

„მთელი საქართველოსთვის ძალიან დიდი ტკივილია, ბიჭებიც ძალიან განიცდიდნენ ამ საკითხს, რადგან ყველა გაერთიანებული ვართ საქართველოს გამთლიანების გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საქართველოს ყავს ასეთ გმირები და ისინი არიან მაგალითები, როგორც ჩვენი ნაკრებისთვის, ასევე მომავალი თაობისთვის”,  – უთხრა პირველ არხს ფეხბურთელმა ნიკოლოზ კვეკვესკირმა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 22 თებერვალს გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი საქართველოში მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. პროცესს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. ცენტრის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რაც დიდი ალბათობით, სწორედ წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით, 24 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარები