გზების დეპარტამენტი

კლდის ჩამოშლის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა. ამის გამო, გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ.ზუდანზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები