ვიზალიბერალიზაცია

ევროკავშირის ქვეყნები, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გამოაბრუნეს

Reuters

ტაბულამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენმა პირმა ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, 2017 წლის 28 მარტიდან - 2018 წლის 16 დეკემბრის შენგენის ზონაში საქართველოდან 230,944 გამგზავრების ფაქტი დაფიქისრდა, საიდანაც 902, ანუ 0.3% საზღვარზე არ შეუშვეს.

ქვეყნების მიხედვით, გამობრუნებულ პირთა ზუსტი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • იტალია - 167 გამობრუნება
  • პოლონეთი - 113 გამობრუნება
  • გერმანია - 108 გამობრუნება
  • საბერძნეთი - 95 გამობრუნება
  • უნგრეთი - 60 გამობრუნება
  • ლიტვა - 53 გამობრუნება
  • საფრანგეთი - 25 გამობრუნება
  • ბელგია - 18 გამობრუნება
  • ნიდერლანდები - 14 გამობრუნება
  • შვედეთი - 12 გამობრუნება
  • ესპანეთი -6 გამობრუნება
  • ესტონეთი - 6 გამობრუნება
  • ლატვია - 3 გამობრუნება
  • ფინეთი - 3 გამობრუნება
  • დანია - 3 გამობრუნება 
  • შვეიცარია - 3 გამობრუნება
  • რუმინეთი - 1 გამობრუნება
  • ჯამი - 802 პირი

შსს-ს განმარტებით აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის ზონაში ვიზიტის ფაქტებს ეხება, შესაბამისად მაღალი ალბათობით იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უვიზო რეჟიმით ისარგებლა 230,142-ს აღემატება.

ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

რა შემთხვევაში შეიძლება გამოგაბრუნონ ევროკავშირის საზღვრიდან წაიკითხეთ ბმულზე

კომენტარები