იაფი სახლი

ბათუმის მერიამ "იაფი სახლის" პროექტში ჩადებული 1,430,342 ლარი დაკარგა

flickr.com

ბათუმის მერიის მიერ 2015 წელს მიღებული არასწორი გადაწყვეტილების გამო ქალაქმა გადასახადის გადამხდელთა 1,430,342 ლარი ჩადო პროექტში რომელიც არ განხორციელდა. 

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კითხვის ნიშნებს ბადებს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მერიამ შეარჩია ტენდერში მონაწილე კომპანია და რომელსაც თანხა ჩაურიცხა ავანსად, იმის მიუხედავად რომ არსებობდა მაღალი ალბათობა, რომ შერჩეული კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა.

2015 წლის 29 მაისს ბათუმის მერიამ წარადგინა ახალი პროექტი, საკუთარი სახლის არმქონე და ბარაკებში მცხოვრები ბათუმელებისთვის აშენდებოდა 4 კორპუსი, რომლებსაც აღნიშნული პირები გრძელვადიანი ხელშეკრულების შედეგად გამოისყიდიდნენ. პროექტის ღირებულება 4.4 მილიონი ლარი იყო.

ამ კორპუსების აშენების ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალი „კონვენტ ჯორჯია“ 30 , რომლის შეთავაზებულმა ფასმა შეადგინა 4,279,990 ლარი.

სატენდერო პირობებით მოთხოვნილი იყო კომპანიის გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის ჩვენება. მოთხოვნას წარმოადგენდა კონკრეტულად საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გამოცდილება.

კონვენტმა კი წარადგინა აზერბაიჯანში საირიგაციო სისტემის, ელექტროობის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მონტაჟის შესახებ გამოცდილება. კონვენტმა ასევე არ წარადგინა ამ დოკუმენტების ნამდვილობის დამადასტურებელი დაკსვნა. აუდიტის შეფასებით ეს იყო სათანადო მიზეზი კონვენტის დისკვალიფიკაციისტვის, თუმცა მერიამ მას დისკვალიფიკაცია არ მისცა და ხელშეკრულებაც გაუფორმა. 

გამარჯვებულ კომპანიას ავანსად მილიონზე მეტი გადაეცა, 2016 წელს კი კონტრაქტი შეუწყდა და პირგასამტეხლო დაეკისრა. პროექტზე მერიამ 1,430,342 ლარით იზარალა.

კომენტარები