ხანძარი ისანში

ისნის გამგებელი ისანში ხანძარზე: ცეცხლი ლიკვიდირებულია, ზარალი სერიოზულია

დღეს, რამდენიმე საათის წინ ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის საამქროში ცეცხლი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, დამწვარია დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრი. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები.

ადგილზე იმყოფებოდა ისნის რაიონის გამგებელი, კახა ბუჩუკური. მისი თქმით დამწვარია ძვირადღირებული პროდუქტების საწყობები.

"ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საბედნიეროდ, ამ საწყობთან არ გვაქვს საცხოვრებელი სახლები და არც სხვა კომპანიების საწყობებს გადადებია ცეცხლი. ძალიან მცირე კერებია დარჩენილი, რომელსაც ახლა აქრობენ.

სერიოზული ზარალია, რასაც ვუყურებთ. მიზეზი არავინ იცის ჯერ. შესაბამისი დახმარება რაც შეუძლია გამგეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა დავეხმარებით." - თქვა ბუჩუკურმა.

კომენტარები