შემოსავლების სამსახური ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დამწვარ საქონელს ჩამოაწერს

ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სავაჭრო ცენტრ "თერგში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებულ საქონელს ჩამოაწერს. ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციითვე დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიკაციის მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

როგორც ტაბულას შემოსავლების სამსახურში უთხრეს საქონლის ჩამოწერა მას შემდეგ მოხდება, რაც კონკრეტულ პირებს შინაგან საქმეთა სამინსიტრო დაზარალებულად ცნობს. 

"ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიღებულ იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულ დავალიანებაზე იძულებითი ღონისძიებების 1 წლის ვადით გადავადების ან/და შეჩერების შესახებ." - წერია განცხადებაში.

სავაჭრო ცენტრ "თერგს" ცეცხლი 26 თებერვალს, გვიან ღამით გაუჩნდა. დამწვარია 3 000 მ2-ის ფართობი.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები