კულტურა

საქართველოს თეატრებში მაყურებელთა რაოდენობამ 600,000-ს გადააჭარბა

flickr.com

საქართველოს თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა ყოველწლიურად 8-10%-ით იზრდება. საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც 2016 წლის მაჩვენებელს ასახავს, სპექტაკლებსა და წარმოდგენებს 601 ათასი ადამიანი დაესწრო.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 49 თეატრია. მათში 2016 წელს 4679 სპექტაკლი ჩატარდა.

თეატრებისა და მაყურებელთა რაოდენობის 2/3-ზე მეტი თბილისზე მოდის.

კომენტარები