ენძელა მაჭავარიანი

ენძელა მაჭავარიანი ხატია დეკანოიძეს: პირი გამოირეცხე, როცა ივანიშვილს ახსენებ! [VIDEO]

კავკასია

"ბიძინა ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის საყვარელო, პირი გამოირეცხე, როცა ბიძინა ივანიშვიელზე ლაპარაკობ! თქვენნაირების დრო დამთავრდა, წავიდა. ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, თქვენი გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვის იქნება პრობლემა. უნდა გრცხვენოდეს!", - ენძელა მაჭავარიანი მიმართავს ხატია დეკანოიძეს. 

ვიდეო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრებმა ზაზა გაბუნიას მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო, რომ კომიტეტზე ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ემსჯელათ. გაბუნიამ ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებების შემდეგ შესვენება გამოაცხადა. რის შემდეგაც კომიტეტის სხდომის დარბაზში ენძელა მაჭავარიანი ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდა, კარლო კოპალიანი კი თინა ბოკუჩავას.

კომენტარები