რეკლამა

Global Finance-მა გალტ&თაგარტი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა

Global Finance-მა გალტ & თაგარტი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. კომპანია ამ ჯილდოს ზედიზედ მეოთხე წელია, იღებს. 

"გალტ & თაგარტი სთავაზობს თავის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს გალტ & თაგარტ-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ - განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

კომენტარები