პროტექციონიზმი

ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია, ინოვატორები სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იმ პრიორიტეტებს შორის, რომელიც დავისახეთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, არის საგრანტო პროგრამებიც, რითიც სახელმწიფო ცდილობს წაახალისოს მეწარმეობა და ამასთან, ამ სფეროში ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც საინტერესო, გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური იდეა/პროექტი გააჩნია, არ დარჩეს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე საწყის ეტაპზე. შემდგომში სახელმწიფო ყველანაირ პირობას უქმნის, როგორც სტარტაპებს, ისე კერძო ინვესტორებს, რომ მათ მოახდინონ ინვესტირება სტარტაპებში და შესთავაზონ კონკურენტიანი, ინოვაციური გადაწყვეტილებები მსოფლიო აუდიტორიას

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი

კომენტარები