კაილი ჯენერის ერთმა პოსტმა თვითერზე, Snapchat-ს 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარი დააკარგვინა.
რამდენიმე საათის წინ ჯენერმა თვითერზე დაწერა, რომ ის Snapchat-ს აღარ ხსნის. რეალითი შოუს ვარსკვლავს სოციალურ ქსელში 24.5 მილიონი გამომწერი ჰყავს.
"არის კიდევ ვინმე, ვინც Snapchat-ს აღარ ხსნის? თუ ასეთი მხოლოდ მე ვარ? ძალიან საწყენია." - დაწერა კაილი ჯენერმა.
უკმაყოფილება აპლიკაციის შეცვლილმა და განახლებულმა დიზაინმა გამოიწვია.
ჯენერის პოსტის შემდეგ, Snapchat-ის აქციები დაახლოებით 8%-ით დაეცა, რამაც საბოლოოდ კომპანიას 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარი დააკარგვინა.