მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: წულუკიანი და ივანიშვილი იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც პუტინს უნდოდა

კონკრეტულად ამ პიროვნებებზე, ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე, მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. მას ერთერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ქალბატონი და უთხრა - "ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ". ამაზე ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა - "ქალბატონო, მე მართლაც ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ. თქვენ კი, ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ. მაგრამ ხვალ დილით გავიღვიძებ და მე უკვე ფხიზელი ვიქნები". ეს არის ჩემი პასუხი თეა წულუკიანს.

მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო, იქამდეც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა უნდოდა ივანიშვილის პატრონს, პუტინს უნდოდა. იქამდეც ვერ მოწვდენ ეს სუბიექტები და ვერც მოწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში პასუხობს იუსტიციის მინისტრს თეა წულკიანს, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სავალალო მდგომარეობაშია.

კომენტარები