ავტოავარია

კახეთის გზატკეცილზე ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, ერთ-ერთი - ადგილზე გარდაიცვალა

flickr

ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე ორ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ინტერპრესნიუსი თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდები გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც მეორე ზოლში მყოფმა ავტომობილებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი მიიმალა, მეორე კი, შემთხვევის ადგილზე დარჩა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია პირის გარდაცვალება. სააგენტოს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ქვეითა გადასასვლელიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები