კრიმინალი

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

ქობულეთში გუშინ გვიან ღამით ცოლმა ქმარი დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება 19, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მოსამრთლის განჩინების საფუძველზე ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. 

კომენტარები