საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ბორდის ერთერთმა წევრმა სულხან სალაძემ 9 თებერვალს პარლამენტს მისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტისს თაობაზე მიმართა. 2017 წლის 6 დეკემბერს სულხან სალაძე საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს და ბორდის დატოვებას სწორედ ამას უკავშირებს. ტაბულასთან საუბრისას სალაძე განმარტავს, რომ მას ინტერესთა კონფლიქტი არ ჰქონია და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორის გამო დატოვა. 

ამასთან, ბორდის თავმჯდომარეს გრიგოლე გოგელიას და წევრებს მარინა მუსხელიშვილსა და გიორგი კოხრეიძეს 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. 

კომენტარები