სულ მცირე ერთ ადამიანს ესროლეს და დაჭრეს, ასევე ერთი ადამიანი დააკავეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბ-ბინასთან.
იარაღი მას შემდეგ გაისროლეს, რაც შენობის შესასვლელთან ბარიკადებს შავი მანქანა დაეჯახა. ოფიციალური პირების განცხადებით, „უსაფრთხოების ინციდენტის“ შემდეგ, სააგენტოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
თავდაპირველი ცნობებით, დაჭრილი იყო სამი ადამიანი, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი დაჭრილი გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, ეჭვმიტანილმა გაისროლა თუ პოლიციამ.
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება".





