ლგბტქ

ტრანსგენდერ ქალს ავსტრალიური ფეხბურთის ქალთა ლიგაში თამაშის უფლება მისცეს

The Age

ავსტრალიელი ჰანა მანსი პირველი ტრანსგენდერი ქალი იქნება, ვინც ფეხბურთს ქალთა ლიგაში ითამაშებს. ავსტრალიის ფეხბურთის ლიგამ მას ამის ნება გუშინ, 13 თებერვალს დართო. 

28 წლის მანსი, რომელიც მანამდე ადგილობრივ კანბერაში თამაშობდა, იმედოვნებს, რომ ამ სეზონზე ვიქტორიას შტატში შეძლებს ფეხბურთის თამაშს. 

სანამ 2015 წელს გენდერულ ტრანზიციას დაიწყებდა, მანსი ხელბურთს თამაშობდა მამაკაცების გუნდში. 

Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერილ პოსტში, მანსმა მადლობა მხარდამჭერებს გადაუხადა და არა ავსტრალიის ფეხბურთის ლიგას. 

"ვფიქრობ, რომ არასწორი იქნებოდა ავსტრალიის ფეხბურთის ლიგისთვის გადამეხადა მადლობა იმისთვის, რომ უფლება მომცა, გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ყველა ავსტრალიელს შეუძლია და რასაც მეცნიერებმა და მკვლევარებმა დიდი ხნის წინ დაუჭირეს. 

კომენტარები