საყოველთაო აღწერა

თბილისში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2 198 ადამიანი ცხოვრობს

George Gogua / flickr.com

საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე მაღალი თბილისშია, სადაც ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2,198 ადამიანი ცხოვრობს. საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით რეგიონებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე ასე გამოიყურება:

  1. თბილისი - 2,198 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  2. აჭარა - 115 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  3. იმერეთი - 83 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  4. შიდა ქართლი - 76 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  5. ქვემო ქართლი - 85 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  6. გურია - 55 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  7. სამეგრელო ზემო სვანეთი - 44 ადამიანი კვადრატული კილომეტრზე
  8. კახეთი - 28 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  9. სამცხე-ჯავახეთი - 25 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  10. მცხეთა-მთიანეთი - 16 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე
  11. რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 7 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე

კომენტარები