ვითარება გზებზე

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. ამის მიზეზად თოვლი და ლიპყინული სახელდება.

"თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯვარი-მესტიას კმ30-კმ138 მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, მესტია-უშგულის კმ139-კმ186  მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები