ავღანეთი - აშშ

აშშ-ის B-52 ბომბდამშენმა ავღანეთში რეკორდული საჰაერო დარტყმები განახორციელა

Getty Images

აშშ-ის საჰაერო ძალების ბომბდამშენმა B-52 ავღანეთში რეკორდული საჰაერო თავდასხმა განახორციელა. 96 საათის მანძილზე მან თალიბანის პოზიციებზე 24 ბომბი ჩამოაგდო.

B-52 1950-იანი წლებიდან გამოიყენება (უახლესი მოდელი 1962 წელს გამოვიდა) და ეს ბომბების ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც საჰაერო ძალების ყველაზე ძველ მოქმედ თვითმფრინავს ჩამოუდგია.

აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით სამიზნეებს დაჯგუფების საბრძოლო პოზიციების გარდა მათი შემოსავლის წყაროები და საწვრთნელი ცენტრები წარმოადგენდა.

საჰაერო დარტყმები თალიბანის მიერ გასულ კვირას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილ თავდასხმებს მოჰყვა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები