ვითარება გზებზე

კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის მიზეზად ზვავსაშიშროება სახელდება.

"ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ184 კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები