მოდა

ბელა და ჯიჯი ჰადიდების შიშველი ფოტოსესია საზოგადოებამ გააკრიტიკა



ბელა და ჯიჯი ჰადიდები ბრიტანული ვოგის 2018 წლის მარტის ნომერში გამოჩნდებიან. ჟურნალის გარეკანზე მოდელი დები ვერსაჩეს იდენტურ ოქროსფერ, ჯაჭვისებრ კაბებში იქნებიან გამოწყობილები. გარეკანის გარდა, ვოგმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მარტის ნომერში იქნება. სწორედ მეორე ფოტომ გამოიწვია საზოგადოების უარყოფითი შეფასება. 

სოციალური ქსელის მომხარებლები სტივენ მეისელის გადაღებულ ფოტოს "უხერხულს", "შემაშფოთებელსა" და "ამაზრზენს" უწოდებენ. ნაწილს ფოტო იმის გამო არ მოეწონა, რომ შიშველი დები ერთმანეთს ეხუტებიან, სხვები კი წერენ, რომ ორივეს სახე, განსაკუთრებით კი, ბელასი, მეტისმეტადაა დამუშავებული. 

კომენტარები