ტუბერკულოზის პრევენცია

WHO: საქართველო ტუბერკულოზის მართვის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორისაა

საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით, ანგარიშის "ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებებში", სადაც საქართველოს პენიტენციური სისტემა საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა.

ეს გამოწვეულია ქვეყანაში ტუბერკულოზის გავრცელების კლებით. 2011 წელს ტუბერკულოზის 1 169 რეგისტრირებული და 797 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2017 წლის მონაცემებით კი, რეგისტრირებულთა რიცხვი 79-მდე, ახალი შემთხვევები კი 45-მდე შემცირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები 38%-ით შემცირდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

კომენტარები