ჭერის ჩამონგრევა მეტრო ვარკეთილში

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს შორის, ერთი პოლიციელია

Getty Images

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორ უწყებაში ტაბულას უთხრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, სულ დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. 

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი დღეს ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მეტროს ელოდებოდნენ.

მეტროსადგურ ვარკეთილს რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა. 

კომენტარები