ჩეხეთის რესპუბლიკა

მილოშ ზემანი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა

მილოშ ზემანი

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მეორე ვადით მილოშ ზემანი გახდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26-27 იანვარს გაიმართა და ამომრჩეველთა 66,6% გამოცხადდა.

ზემანმა ხმათა 51,36% აიღო. მისმა ოპონენტმა, აკადემიკოსმა ირჟი დრაგოშმა 152,184 ხმით ნაკლები დააგროვა.

73 წლის მილოშ ზემანი ევროკავშირის და მიგრაციის პოლიტიკის კრიტიკით გამოირჩევა. ის ეწინააღმდეგება მიგრანტების მიღებას, აცხადებს, რომ მუსლიმების ევროპაში ინტეგრაცია შეუძლებელია და ამასთანავე მხარს უჭერს რუსეთისათვის სანქციების მოხსნას. ის ასევე აცხადებს, რომ პატივს სცემს დონალდ ტრამპს. ჩეხეთი ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას შეუერთდა.

2013 წელს პრეზიდენტად პირველი ვადით არჩევამდე ზემანი 1998-2002 წლებში ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა.

პრეზიდენტის ძირითად ძალაუფლებას მთავრობის და პრემიერმინისტრის დანიშვნა წარმოადგენს. ზემანი ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის მოკავშირეა, ვისმა პოპულისტურმა პარტია ANO-მ ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ზემანის ინაუგურაციის ცერემონია 8 მარტს გაიმართება.

კომენტარები