თბილისში, მეტრო თავისუფლების მოედანზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. თვითმხილველებმა შემთხვევა გადაიღეს, სადაც ასახულია თუ როგორ აკავებენ ერთ პირს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ პოლიციამ პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 166-ე და 173 მუხლების დარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

facebook.com/EgnateShmugia
tbl.ge/2qzv
დაკოპირდა




