ლუდი

2017 წელს ლუდის მოხმარება გაიზარდა, მაგრამ ის მაინც 2014 წელზე მცირე იყო

flickr.com

2017 წელს საქართველოში ლუდის ბაზარი 8.3%-ით გაიზარდა, ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. 2017 წელს საქართველოში 101,846,540 ლიტრი ლუდი დალიეს. ბაზრის 8%-იანი ზრდის მიუხედავად, ლუდის ბაზარი იმაზე მცირეა, ვიდრე 2014 წელს იყო. ბაზრის შემცირება 2015 წელს აქციზური მარკის 50%-ით ზრდამ გამოიწვია. 

2017 წელს ლუდის აქციზის დათვლის წესი შეიცვალა. აქამდე ლუდის აქციზი მის მოცულობაზე იყო მიბმული და ლიტრზე 60 თეთრს შეადგენდა, განახლებული აქციზით კი ლუდში ალკოჰოლის შემცველობა იბეგრება. ლიტრ ლუდში 1% ალკოჰოლი 12 თეთრიანი აქციზით იბეგრება, რაც ლუდის ყველაზე გავრცელებულ, - 5%-იანი შემცველობის ლუდზე ისევე 60 თეთრია. 

ბაზარზე 5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ლუდებიც გვხდება, თუმცა მათში ალკოჰოლის შემცველობა 4%-ზე ნაკლები არაა. ამ ლუდებისთვის აქციზის გადასახადი 12 თეთრით შემცირდება. აღნიშნული შემცირება დაბალალკოჰოლური ლუდების გაყიდვებზე დადებითად აისახა.

კომენტარები