ოპრა უინფრი

ოპრა უინფრი: აშშ-ს პრეზიდენტობით დაინტერესებული არ ვარ

Hollywood Reporter

8 იანვარს, ოქროს გლობუსის ცერემონიაზე ლეგენდარულ ოპრა უინფრის სესილ ბი დე მილის საპატიო ჯილდო გადასცეს.

ჯილდოს გადაცემის შემდეგ ცნობილმა ტელეწამყვანმა ქალთა უფლებებზე ისაუბრა, რის შემდეგაც ინტერნეტ სივრცეში უინფრის აშშ-ს მომავალ პრეზიდენტობაზე გაჩნდა აზრი.

ჟურნალ InStyle-თან ინტერვიუში უინფრიმ პრეზიდენტობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ის ამით დაინტერესებული არ არის.

"მე ყოველთვის დაცულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, როდესაც ვიცი რას ვაკეთებ და რას არ ვაკეთებ. ეს [პრეზიდენტობა] მე არ მაინტერესებს. მე არ მაქვს დნმ ამისთვის. რამდენიმე დღის წინ ადამიანს შევხვდი, რომელიც დამპირდა რომ ჩემს საპრეზიდენტო კამპანიას დაგეგმავდა. ეს ყველაფერი ჩემთვის არ არის." - თქვა ოპრა უინფრიმ.

კომენტარები