ბორჯომის მერია

ოპოზიცია: ბორჯომის მერია ხელფასებს აღარ რიცხავს, რადგან მის ზრდაზე უარი ვუთხარით

http://sknews.ge

ბორჯომის მუნიციპალიტეტის არცერთ სამსახურში იანვრის თვის ხელფასები არ ჩარიცხულა. მას შემდეგ რაც ქალაქის საკრებულომ მერიას, მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდაზე უარი უთხრა, მერიამ საპასუხოდ, მუნიციპალიტეტის არცერთ სამსახურს ხელფასები არ ჩაურიცხა.

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერიას ხელფასების დარიგების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ბორჯომის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრი ბაქარ შირაძე ამბობს, რომ ხელფასების არ ჩარიცხვის მიზეზი მერიისათის ხელფასების ზრდაზე უარის თქმაა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებს ჯამში ქართულ ოცნებაზე მეტი, 15 დეპუტატი ჰყავთ.

შირაძის თქმით, მერია მერის, მისი მოადგილისა და სამსახურების უფროსებისათვის ხელფასის მატებას დაახლოებით 700-დან 1500 ლარამდე ითხოვდა, დანარჩენი თანამშრომლებისათვის კი 20-30 ლარით.

„იანვარში შემოვიდა საშტატო ნუსხის დამტკიცება და ხელფასების მატება. წინა ბიუჯეტში საკრებულომ დამატებით ხარჯებზე და პრემია-დანამატებზე უარი ვთქვით და შევამცირეთ ჩვენი თანხები და შემდეგ მერიამ საშტატო ნუსხასთან ერთდ წარმოადგინა ხელფასები მატება მერიის თანამშრომლებისათვის. ჩვენ დავამტკიცეთ საშტატო ნუსხა ძველი ხელფასებით და არ მოვუმატეთ ხელფასები. ახლა ხელფასების გაცემას აჭიანურებენ, თითის გამოშვერა უნდათ ჩვენკენ, რადგან საკრებულო ოპოზიციურია. საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და ხელფასები არ მოუმატა. ბორჯომი არ არის იმ მდგომარეობაში რომ საკრებულოს და მერიის მარალჩინოსნებს ხელფასები მოემატოს. აქ საუბარი არ არის ჩვენს ხელფასზე. ხალხი რომელიც დასაქმებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამსახურებში ის ხალხი ზარალდება. “ - ამბობს შირაძე.

ტაბულა დაუკავშირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასაც. პრესსამსახურში ამბობენ, რომ საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებების შესაბამისად არსებულ საშტატოს აქვს ძალა დაკარგული და ამიტომ არ გაიცემა ხელფასები. გაზრდილი ხეფასების მოთხოვნა რომ შეიტანეს და არ დაუმტკიცეს ამას ადასტურებენ მერიაშიც.

ევროპული საქართველოს წევრი ბაქარ შირაძე ამბობს, რომ საშტატო 18 იანვრის სხდომაზე დამტკიცდა ძველი ხელფასებით და ტაბულას შესაბამისი დააგენილების აღმნიშვნელ დოკუმენტსაც აწვდის.


კომენტარები