გერმანია

გერმანიის სოციალ დემოკრატებმა მერკელის პარტიასთან კოალიციას მხარი დაუჭირეს

Getty

გერმანიის სოციალ დემოკრატიულ პარტიაში ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან სამთავრობო კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებებს მისცეს ხმა.

მოლაპარაკებების გეგმაზე პარტიები თვის დასაწყისში შეთანხმდენ.

შეგახსენებთ, რომ სოციალ დემოკრატიული პარტია ქრისტიან დემოკრატიულ კავშირთან კოალიციის შექმნაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა.

24 სექტემბრის არჩევნების შემდეგ თავდაპირველი მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორის ოთხკვირიანი განხილვის შემდეგ თავისუფალი დემოკრატების გასვლის გამო ჩაიშალა.

 

კომენტარები