არჩევნები 2018

ხუხაშვილი ოცნებას: კანდიდატად ენძელა მაჭავარიანი დაასახელეთ, გავერთობით მაინც

საინტერესოა საზოგადოებისთვის, ვინ იქნება [ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი]? არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში არ მომხდარა ლიდერების გენერაცია. იქ, ფაქტობრივად, არის ერთი რუხი მასა, არ არიან იქ ისეთი ლიდერები, რომლებიც თავიანთ პიროვნულ კომპონენტს შეიტანენ ამ პროცესში. შესაბამისად, ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, აიღებს იმდენ ხმას, რამდენსაც იჩალიჩებს ქართული ოცნება. ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, ენძელა მაჭავარიანი იქნება კანდიდატი თუ მიხეილ ჯანელიძე, ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობის ხმებს აიღებენ. თვითონ ქართული ოცნება მაქსიმალურად აკნინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, საპენსიო თანამდებობად წარმოადგენს, ასუსტებს და შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფას აყენებს. დაზიანებულია ინსტიტუტი და შესაბამისად,  [კანდიდატს] რა მნიშვნელობა აქვს. მე ვურჩევდი, ენძელა მაჭავარიანი წამოაყენოონ, არ იქნებოდა ცუდი, გავერთობით მაინც. 

გია ხუხაშვილი საუბრობს ქართული ოცნების სავარაუდო კანდიდატის შესახებ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

კომენტარები