ამ განაჩენს დასცინის ყველა. ეს არის განაჩენი, რომელიც შევა მსოფლიოს მართლმსაჯულების პრაქტიკაში, როგორც დაცინვა თვითონ მართლმსაჯულების იდეის. ყველა დასცინის. უფრო მეტიც, ეს არის ის პრეცედენტი, რომელზეც იმ ხალხს, რომელიც ამაში მონაწილეობს, მოუხდება პასუხის გაცემა. ჩვენი შესაწყალებლები გახდებიან ეს საწყლები მართლა, ვინც ეს გააკეთა.
tbl.ge/2qis
დაკოპირდა

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის საქართველოში პატიმრობის მისჯაზე ტელეკომპანია იმედის ეთერში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




