შრომის უსაფრთხოება

თემქაზე მშენებარე კორპუსიდან 27 წლის კაცი ჩამოვარდა

bpn.ge

თემქაზე მშენებარე კორპუსიდან 27 წლის კაცი ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდება, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. 

რუსთავი 2-ის ცნობით, დაშავებულს საქამრე გაუტყდა და მომხდარიც ამან გამოიწვია. 

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

კომენტარები