NDI-ის კვლევა

NDI: მთავრობის საქმიანობას დადებითად 13% აფასებს, საშუალოდ 53%, ცუდად - 32%

2017 წლის ბოლოს ჩატარებული NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 13% აფასებს მთავრობის საქმიანობას კარგად. 53% მთავრობის საქმიანობს საშუალოდ აფასებს, 32% კი - ცუდად. 

კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას?" 2%-მა არ ვიცი უპასუხა, ხოლო 1%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

 



2017 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად 10% აფასებდა, საშუალოდ - 52%, ხოლო ცუდად - 35%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები