აფეთქება სტოკჰოლმში

სტოკჰოლმში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი მოქალაქე

IBL/REX/Shutterstock

შვედეთში, სტოკჰოლმის ერთერთ მეტროსადგურთან აფეთქებას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ერთი ქალი. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი სტოკჰოლმის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მამაკაცი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, ქალს კი "მცირედი დამწვრობა" აღენიშნება სახესა და ორივე ფეხზე.

პოლიციის თქმით, მამაკაცმა ძირს დაგდებული ნივთი აიღო, რის შემდეგაც ის აფეთქდა. 

"მამაკაცი სერიოზულად დაშავდა მას შემდეგ, რაც მან მიწიდან რაღაც აიღო და ის აფეთქდა,"- ამბობს პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელი სვენ-ერიკ ოლსონი. მისივე თქმით, ამ დროისთვის ნივთზე ექსპერტები მუშაობენ.

შვედური ტაბლოიდები, როგორიცაა Aftonbladet და Expressen წერენ, რომ ეს ნივთი, შესაძლოა, ხელყუმბარა ყოფილიყო, თუმცა ოლსონი უარყოფს და ცნობას სპეკულაციას უწოდებს. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გამომძიებლები ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ. ამ დროისთვის სამართალდამცავები მეტროს შიგნით და მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებენ. 

კომენტარები