დიდთოვლობა აშშ-ში

აშშ-ში ქარბუქისა და ყინვის გამო სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

getty image

აშშ-ში ძლიერი ქარის, ყინვისა და დიდთოვლობის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის გუბერნატორის როი კუპერის თქმით, სტიქიამ უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევაც გამოიწვია.

აღმოსავლეთ სანაპიროზე უამინდობის გამო ამერიკულმა ავიაკომპანიებმა 4000-ზე მეტი ავიარეისი გადადეს. რეისები ძირითადად ნიუ იორკში, ბოსტონსა და ნიუ ჯერსიში გაუქმდა.

ამ დროისთვის ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

კომენტარები