რუსეთი

ნოვოსიბირსკში ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

http://anna-news.info

რუსეთში, ნოვისიბირსკის გარეუბანში ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი ფეხსაცმლის ქარხანაში, 4 იანვარს გაჩნდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ქარხანაში ხანძრის გაჩენის დროს სულ 40 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა შენობის დატოვება დროულად შეძლო, თუმცა ცოტა ხანში 10-მა თანამშრომელმა გადაწყვიტა ცეცხლი საკუთარი ძალებით ჩაექრო. შენობაში შებრუნებულების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ადგილობრივი სამართალდამცავები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე სამაშველო ბრიგადის გამოძახება გაურკვეველი მიზეზების გამო დაგვიანდა.

კომენტარები