ხანძარი მუმბაიში

მუმბაიში ხანძარს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

cnn.com

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. საავადმყოფოს ექიმის განმარტებით, გარდაცვლილები კვამლით არიან გაგუდულები, ხოლო დაშავებულები კი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ცეცხლი, შუა ღამით, ერთერთი პოპულარული სავაჭრო ცენტრის რესტორანში გაჩნდა.  

ინდოეთის პრემიერმინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს Twitter-ის საუშუალებით მიუსამძიმრა.

კომენტარები