პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე

სინოდი: 2017 წელს ეკლესიასთან ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

რაც უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარი დაპირიპისრების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი

მეუფე დანიელის მიერ სინოდის სახელით წაკითხული სიტყვა პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ

კომენტარები