პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე

პატრიარქი: ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა სცეს პატივი და პირიქით

საქართველოს პარლამენტი

პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ გამართლ საღამოზე ილია II-მ ოპოზიციისა და მთავრობის ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, ერთად იბრძოლონ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. 

"მე, ალბათ, სხვანაირად მესმის ოპოზიცია. ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს მთავრობის დადგენილება-განჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას, რომ ის უნდა ეცადოს შეხსენებას მთავრობისთვის, რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისთვის. 

პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციის. 

მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისასთვის. იდგეთ ხალხის საკეთილდღეოდ, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ერთსულოვნება სუფევდეს. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,"- მიმართა პატრიარქმა მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. 

პატრიარქის იუბელესადმი მიძღვნილ საღამოს ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ესწრებოდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საღამოზე არ იყვნენ. მათგან ვახშამს მხოლოდ დეპუტატი კობა ნაყოფია ესწრებოდა. ევროპული საქართველოდან ღონისძიებას გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი და გიგი წერეთელი ესწრებოდნენ. 

კომენტარები