პატრიარქის აღსაყდრების იუბილე

კობახიძე ილია მეორეს: გვაქვს უდიდესი პატივი, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ

უწმინდესო და უნეტარესო, გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ვულოცავ სრულიადსაქართველოს, საქართველოს მოსახლეობას,ვისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით, დაუღალავად იღწვით! თქვენ ქართველ ხალხს სწორედ მაშინ მოევლინეთ, როდესაც მას სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა.თქვენი დამსახურებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება,აღდგა ეკლესია-მონასტრები და ქართველი ხალხი შემობრუნდა რწმენისა და ეკლესიისკენ. 40 წლის მანძილზე, თქვენი ლოცვა და მოღვაწეობაყოველდღიურად აძლიერებს ჩვენს ხალხს და სამშობლოს. გვაქვს უდიდესი პატივი, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ. თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ უფლის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ულოცავს.

კომენტარები