მიხეილ სააკაშვილი

ზუგდიდის მცხოვრებლები სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ

რუსთავი 2

ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერები მესამე დღეა, გროვდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და მისი მართვა განაგრძოს, რადგან სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა უკეთესი იყო. 

„სამ დღეში უკვე 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება უახლოეს დღეებში. ამ ხელმოწერების მიზანი არის, რომ შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის დევნა, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, მაშინ ამ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური პატიმრები,“ - თქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ.

კომენტარები