ოაზისი

ლაიამ გალაჰერი ნოელ გალაჰერზე: ჩვენ ისევ კარგი ურთიერთობა გვაქვს

unilad.com

მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, ოაზისის ცნობილი ძმები გალაჰერები რიგდებიან.

20 დეკემბერს ლაიამ გალაჰერმა საკუთარ ტვიტერზე პოსტი დადო, რომელშიც მის ძმასა და გულშემატკივრებს შობა მიულოცა.

"მინდა შობა მივულოცო ნოელ გალაჰერის გუნდს, ძალიან კარგი წელი იყო, მადლობა ყველაფრისთვის. მოუთმენლად ველოდები ხვალ შენთან შეხვედრას. ლაიამ გალაჰერი."

პოსტის კომენტარებში ლაიამს გულშემატკივრებმა კითხეს, თუ უპასუხა მას ნოელმა.

"ის უკვე გამოჩნდა. ჩვენ ისევ კარგი ურთიერთობა გვაქვს" - უპასუხა ლაიამ გალაჰერმა. 

ჯგუფი ოაზისი 2009 წელს, პარიზში ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ, ძმებს შორის კონფლიქტის გამო დაიშალა. მაშინ ნოელ გალაჰერმა განაცხადა, რომ მას და ლაიამს შორის არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, მაგრამ კონფლიქტის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

კომენტარები