აშშ

ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან მაგისტრალზე გადავარდა

CNN

ვაშინგტონის შტატში სამგზავრო მატარებელი ხიდზე რელსებიდან გადავარდა. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:30-ზე მოხდა. სიეტლიდან პორტლენდში მიმავალი სამგზავრო მატარებელი #501 რელსებიდან გადავიდა და I-5 მაგისტრალზე გადავარდა. ამ დროს 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მატარებელი მაგისტრალზე მოძრავ მანქანებს შეეჯახა. 

საავადმყოფოში 77 ადამიანი გადაიყვანეს. არის მსხვერპლიც, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. 


ფოტო: CNN

კომენტარები