შოტლანდიაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 3 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი სასტუმრო "Loch Lomond"-ში 18 დეკემბერს, დილის საათებში გაჩნდა.
პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ერთი ადამიანი სასტუმროშივე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაზარალებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. სამივე დაზარალებული, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.