რუსეთი

რუსეთში ყოფილ ეკონომიკის მინისტრს ქრთამის აღებისათვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

AFP

რუსეთის ყოფილ ეკონომიკის მინისტრს, 61 წლის ალექსეი ულუკაევს ქრთამის აღებისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უკულაევი 2016 წელს დააპატიმრეს. მას ბრალად სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი როსნეფტისაგან ქრთამის სახით 2 მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მცდელობა ედებოდა. პატიმრობის გარდა ყოფილ მინისტრს 130 მილიონი რუბლის ოდენობის (2.2 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმაც დააკისრეს.

ულუკაევი ბრალდებას უარყოფს. როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, რომელიც ამავდროულად პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია, სასამართლოს წინაშე ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა.

კომენტარები