მიხეილ სააკაშვილი

კურჩენკო: სააკაშვილს არც ვიცნობ და არც მინდა, ვიცნობდე

UKRINFORM

რუსეთში მიმალვაში მყოფი უკრაინელი ოლიგარქი სერგეი კურჩენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან კავშირს უარყოფს და უკრაინის გენერალურ პროკურორს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. 

"სააკაშვილს არც ვიცნობ და არც მინდა, ვიცნობდე. აი, პოროშენკოს კი ძალიან კარგად ვიცნობ." - განაცხადა ბიზნესმენმა.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ 5 დეკემბერს უკრაინის რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ კურჩენკო სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო გამოსვლებს აფინანსებდა და თავად ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორსაც სოლიდურ თანხას აწვდიდა.

სერგეი კურჩენკომ 2017 წლის 4 ოქტომბერს სასამართლოში უკრაინის პრეზიდენტსაც უჩივლა და განაცხადა, რომ პოროშენკო სატელევიზიო და საჯარო გამოსვლებით მის რეპუტაციას და ღირსებას ლახავდა. რეესტრში მითითებული ინფორმაციით, აღნიშნული საქმის გადახედვა 2018 წლის 2 აპრილს დაინიშნა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება ლუცენკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.

კომენტარები